ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ამჟამინდელი ომი ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში, ყველაზე "რთულია," რაც კი ოდესმე ყოფილა.
"ეს უფრო რთული ომია, ვიდრე ჩვენ ოდესმე გვინახავს," - აღნიშნა ომის კაბინეტის წევრმა თელ-ავივის სამხედრო შტაბიდან. "როგორც ყველა ბრძოლაში, არის გამოწვევები და მძიმე ფასი."
მისი თქმით, ისრაელს აღარ შეუძლია ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" გვერდით ცხოვრება და "ეს რეალობა უნდა შეიცვალოს."
განცმა განაცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა არის სწორი ისრაელისთვის.
"გპირდებით, რომ ეს არის ერთადერთი, რაც ამ ომში უნდა გავითვალისწინოთ," - თქვა მან და თავს აარიდა იმ ჭორებზე პასუხს, რომლით მიხედვითაც ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებაა.
"ჩვენ მივდივართ ტრაგედიის უფსკრულიდან გამარჯვებამდე," - აღნიშნა გენერალმა და დასძინა, რომ ისრაელის შიდა ერთიანობა სამხედრო წარმატებას შეუწყობს ხელს.