ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ღაზაში მუდმივად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება მანამ, სანამ ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები არ განადგურდება.

"ისრაელის პირობები ომის დასრულებისთვის არ შეცვლილა: ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.

ისრაელი მუდმივად ცეცხლის შეწყვეტამდე გააგრძელებს ამ პირობების შესრულების დაჟინებით მოთხოვნას. მოსაზრება, რომ ისრაელი დათანხმდება მუდმივ ცეცხლის შეწყვეტაზე მანამდე, სანამ ეს პირობები შესრულდება, მარცხისთვისაა განწირული". - წერს ნეთანიაჰუმ დღეს, 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ნეთანიაჰუს განცხადება მოჰყვა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელმა მათ შესთავაზა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიანი შეთანხმება, რომელიც ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასაც მოიცავს.