ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ისრაელმა ღაზაში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 320 ობიექტს დაარტყა.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, დაარტყეს „ტერორისტულ ობიექტებს“, მათ შორის გვირაბებს, სადაც „ჰამასის“ წარმომადგენლები იმალებოდნენ. ასევე, სამხედრო ბაზებს, სამეთვალყურეო პუნქტებს და ათეულობით ოპერატიულ სამეთაურო ცენტრს, სადაც „ჰამასის“ და კიდევ ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ წევრები იმყოფებოდნენ. ისრაელის არმიის ცნობითვე, იერიში მიიტანეს სამიზნეებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონში მყოფ მის ძალებს.
ღაზას სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მასირებული დაბომბვის შედეგად, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დაიღუპა 17 ადამიანი, ხოლო ცენტრალურ ნაწილში - 10. სამინისტროს მტკიცებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც.