პალესტინური რადიკალური მოძრაობა "ჰამასი" აცხადებს, რომ "ჰუმანიტარული მიზეზების გამო" გაათავისუფლეს ამერიკის ორი მოქალაქე - დედა და მისი ქალიშვილი.
"ჰამასის" სპიკერის თქმით, ეს ნაბიჯი მოჰყვა კატარის მცდელობებს, რათა "დაუმტკიცოს ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს, რომ ბაიდენისა და მისი ფაშისტური ადმინისტრაციის პრეტენზიები მცდარი და უსაფუძვლოა."
მძევლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ისრაელი ჯერ არ ადასტურებს.