"ჰამასის" თავდასხმის შემდეგ გაუჩინარებული ქართველი ებრაელი ახალგაზრდა ქალი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი და, მარიამ გოლდბერგი ავრცელებს.
"14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რაც მქონდა. დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს ცივსისხლიანად მოკლეს. ჩვენ ვერ ვნახავთ მის მთლიან სხეულს. ყველაფერი გავაკეთე, გპირდები, ყველაფერი გავაკეთე. ალბათ ზედმეტად სუფთა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ დაგვტოვე გულში. ბოდიში, რომ მოგიწია ჯოჯოხეთის გავლა და თუ შევაჯამებ ერთ წინადადებაში"შენ იცხოვრე ერთი წამით, ბოლო მომენტამდე"
მიყვარხარ ჩემო დაო და არასოდეს დაგივიწყებ. დაკრძალვა კვირას გაიმართება...“ - წერს დაღუპული ქალის და სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თამარს 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეძებდნენ. ის სწორედ იმ მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, სადაც "ჰამასმა" ორი კვირის წინ, გასართობად შეკრებილ ასეულობით ადამიანზე სასტიკი თავდასხმა განახორციელა.