ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში ჩავიდა.

უცხოური მედიის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა მიიწვია.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის პრეზიდენტი მაღალი რანგის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც არის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ვიზიტის ფარგლებში მასუდ ფეზეშქიანი შეხვდება პაკისტანის პრეზიდენტს, მას ასევე ექნება შეხვედრები გაფართოებულ ფორმატებში.