ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის განცხადებით, თეირანი არ დაიწყებს ომს, მაგრამ მკაცრად უპასუხებს ყველას, ვისაც მისი დაშინების სურვილი გაუჩნდება.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ არანაირ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თუ მჩაგვრელი ქვეყანა ან ძალა მოისურვებს ჩვენს დაბულინგებას, ირანის ისლამური რესპუბლიკა მკაცრად უპასუხებს. ირანის სამხედრო ძალა რეგიონში არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალა აძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ მას ენდონ“, - განაცხადა მან.