ძლიერი წვიმის შედეგად ლონაკის ტბაში წყლის დონის მატებამ წყალდიდობა და დასახლებული პუნქტების დატბორვა გამოიწვია.
სტიქიას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 26 პირი, ხოლო 102 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ, – იუწყება ადგილობრივი მედია.
ტბის ზედაპირიდან წყლის მასის გადმოსვლამ ადგილობრივი სოფლები დატბორა, სადაც 22 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
დაზიანებულია ათობით სახლი.








