ასეთი განცხადება მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა „ფოქს ბიზნესის“ პროგრამის წამყვან ლარი კუდლოუსთან საუბრის დროს გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები - თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა მსოფლიოში. თაღლითობისთვის უზარმაზარი ხვრელია, როდესაც მთავრობას შეუძლია ფული მისცეს არასამთავრობო ორგანიზაციას და შემდეგ არ არსებობს კონტროლი ამ არასამთავრობო ორგანიზაციაზე“, - განაცხადა ილონ მასკმა.