NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. ამის შესახებ მან დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ღირებული პარტნიორია.

მისი თქმით, ისევე, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.

„საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. საქართველოს მიმართ ჩემი გზავნილია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია. ალიანსს აქვს მთავარი ღირებულებები - დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს, როდესაც ის მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.