"კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გზაშია, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას"
ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში აცხადებს.
სტოლტენბერგის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება მძიმეა, თუმცა, ნატო-ს მოკავშირეების მიერ გაწეული სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით, უკრაინამ შეძლო, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები ნახევარი დაებრუნებინა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ბოლო პერიოდში გამოცხადებული მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტები მოიცავს, როგორც საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას, ასევე საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო კატარღებს. ასევე, აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს, დრონებს „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის.
„ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტ პუტინის მიზანი უკრაინაზე დომინირება არ შეცვლილა და არ არსებობს მინიშნებები, რომ ის ემზადება მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოავლინა შესანიშნავი უნარები და ძლიერი სიმტკიცე. ის არ ჩამოინგრა რამდენიმე კვირაში, როგორც ამას მრავალი შიშობდა. თქვენ დაიბრუნეთ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების ნახევარი. უკან დაახევინეთ რუსეთს შავი ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილებიდან და მიაყენეთ მძიმე დანაკარგები რუსულ ძალებს. უპირველეს ყოფილსა კი, უკრაინა ინარჩუნებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი"