ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, დაღუპულთა შორის 3 500-მდე არასრულწლოვანია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცნობით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ასევე, საჭირო დახმარების მარაგის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებს ფუნქციონირება უჭირთ.