გუგლის თარგმნის სერვისს, Google Translate-ს, მასშტაბური განახლების შედეგად, 110 ახალი ენა დაემატა, მათ შორის, აფხაზური და ოსური.

გუგლის წარმომადგენლის, აიზეკ კასუელის ცნობით, თარგმნის სერვისში ახალი ენების დამატება ხელოვნური ინტელექტის ენობრივი მოდელისა და მანქანური დასწავლის გამოყენებით მოხერხდა.

აფხაზური იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება, ოსური — ინდოევროპულ ენათა ოჯახის ჩრდილოირანულ ჯგუფს. ორივე მათგანი დამწერლობად კირილიცას იყენებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოსური 1918 წლიდან ისწავლება, აფხაზური ენის სწავლება კი 1924 წლიდან დაიწყო. აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული ლექსიკონები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტზეც.