"უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება ამორალურია", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს.
მისი თქმით, უკრაინას ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება.
"მე მხოლოდ მწუხარების გამოხატვა შემიძლია, რომ ძალიან სწრაფად მისაღები, უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იგვიანებს. შეიძლება ჩამოვთვალო ბევრი მიზეზი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების შეხედულება სხვადასხვაა - რომ შესაძლოა, არ გსურდეს, მოახდინო იმ ქვეყნის პროვოცირება, რომელიც დღეს ბინძური ჩექმით მიცოცავს უკრაინის ტერიტორიაზე - მე ვფიქრობ, ეს არასწორია. უპირველეს ყოფილისა, ეს ამორალურია, რადგან ყოველი დღე ძვირი ჯდება. ეს ძვირად ფასობს უკრაინელებისთვის და ეს ყველაზე ძვირფასს, ადამიანის სიცოცხლეს ეხება, - ამბობს ნაუსედა.