დამოუკიდებლობის აღნიშვნიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ეს კანონი არის დემოკრატიული ღირებულებების საშიში დარღვევა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველო იმსახურებს უკეთესს. დამოუკიდებლობის აღნიშვნიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ეს კანონი არის დემოკრატიული ღირებულებების საშიში დარღვევა. ქვეყანას ეს ევროპისგან აშორებს. ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსა და მის ხალხს. სალომე ზურაბიშვილო, იყავი ძლიერი!", – წერს გიტანას ნაუსედა.
Georgia deserves better. Only a couple of days after its Independence Day, new law represents a dangerous breaking from the democratic values. It turns the country away from Europe.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 28, 2024
🇱🇹 will always support free and independent 🇬🇪& its brave people.@Zourabichvili_S, stay strong!