რაფას გადასასვლელი პუნქტი ეგვიპტიდან მეორე ჰუმანიტარულმა კოლონამ გადაკვეთა. საუბარია საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთულ 17 სატვირთო ავტომობილზე.
7 ოქტომბრის შემდეგ ეს ღაზაში შესული მეორე ჰუმანიტარული ტვირთია - სრული ბლოკადა 21 ოქტომბერს დაირღვა - გუშინ ღაზაში 20 სატვირთო ავტომობილი შევიდა.
გაეროს ცნობით, ღაზის 2 მილიონზე მეტ მცხოვრების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად 100 სატვირთო ავტომობილი ჰუმანიტარული ტვირთია საჭირო.