აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაუზას ითვალისწინებდა.
გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ მეტი დროა საჭირო ადგილზე დიპლომატიის განსახორციელებლად.
როგორც Reuters აღნიშნავს, ვაშინგტონი, ტრადიციულად თავის მოკავშირე ისრაელს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნებისმიერი ქმედებისგან იცავს.
აშშ-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ რეზოლუციის პროექტში არ იყო მოხსენიებული ისრაელის უფლება თავდაცვაზე და ჰუმანიტარული კრიზისში ბრალი დასდო „ჰამასს“.