7 სექტემბრის ღამეს რუსეთის ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით იეირიში მიიტანეს ოდესის ოლქზე. დაზიანებულია სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა, მარცვლეულის შესანახი ელევატორი დ ადმინისტრაციული შენობა. დაშავებულია ერთი ადამიანი.
ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი იუწყება.„სამი საათის განმავლობაში რუსი ტერორისტები დრონებით უტევდნენ ოდესის ოლქის სახრეთ ნაწილს. იზმაილის რაიონზე ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში. „შაჰედების“ დღევანდელი {7 სექტემბრის} იერიშის შედეგად რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა, ელევატორი, ადმინისტრაციული შენობა,“ - აცხადებს კიპერი.
მისივე თქმით, დაშავდა ერთი სამოქალაქო პირი, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ფეხზე მსუბუქი დაზიანება მიიღო.
ადგილზე შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.