რუსული არმიამ 6 სექტემბერს კონსტანტინოვკა დაბომბა. ამ დროისთვის ცნობილია 16 დაღუპულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია. ნგრევის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
დარტყმის ამსახველი ვიდეო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა თავის Telegram არხზე.
რუსმა სამხედროებმა ერთი დღით ადრე არტილერიიდან გაუხსნეს ცეცხლი დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკასა და შახტიორსკოეს, დაშავდა ხუთი ადამიანი.
დონეცკის რეგიონი პრაქტიკულად ყოველდღიურად ექვემდებარება რუსეთის მხრიდან დაბომბვას, შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. ამავე დროს, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. აგვისტოს ბოლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დაადასტურა 9,511 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და 17,206 დაშავება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.