Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა "მშვიდობის საბჭოს" წევრად მიიწვია, თუმცა, წყაროების თქმით, დათანხმებამდე ზელენსკის სურს, როგორ იმუშავებს საბჭო.
Axios ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოს" წევრად ჯამში მსოფლიოს 58 ლიდერი მიიწვია.
ამავდროულად, Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც "მშვიდობის საბჭოს" მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს წევრებად ტრამპმა, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მიიწვია.
Bloomberg-ის მიერ ნანახი "მშვიდობის საბჭოს" წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა - თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარება.








