ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დღეს, დილით, ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში დაახლოებით 40 დემონსტრანტი შევიდა. მათ ფინურ არხისგან ევროვიზიისთვის ბოიკოტის გამოცხადება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, არაფერი არ ამართლებს ღაზას სექტორში ომში ჩაბმული ისრაელის ევროვიზიაში მონაწილეობას.

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფოიე მას შემდეგ დატოვეს, რაც პოლიციამ განუმარტა მათ, რომ ნაწილობრივ საჯარო სივრცის გამოყენება დემონსტრაციის მიზნით შეზღუდულია და უბრძანა გასულიყვნენ შენობიდან.

ევროვიზიის ბოიკოტის სხვა სკანდინავიურ ქვეყნებსა და ირლანდიაშიც მოითხოვეს. ევროპის მაუწყებელთა კავშირი ისრაელის მონაწილეობა იმით ამართლებს, რომ ევროვიზია არის კონკურსი მაუწყებლებს შორის და არა მთავრობებს შორის.

ევროვიზიის კონკურსში გამარჯვების ისრაელის წარმომადგენლის გამარჯვების შემთხვევაში ისრაელის მაუწყებელმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს, გამართავს თუ არა ევროვიზიის მომავალ კონკურსს, - წერს ფინური პრესა.