ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ, შვედეთთან ერთად, რომელიც ახლახან შეუერთდა NATO-ს, მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მშვიდობის შენარჩუნებაში. იმავდროულად მოუწოდა "ნაკლები ლაპარაკისა და ომისთვის მეტად მზადებისკენ", რათა ის თავიდან იქცეს აცილებული. ამის შესახებ მან სტოკჰოლმში ვიზიტისას განაცხადა, იუწყება Euractiv.

ვიზიტის დროს სტუბმა განიხილა თავდაცვის საკითხები, მათ შორის მიმდინარე დასავლური რიტორიკა, რომელიც, მისი თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აგრესიული გახდა.

„ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა არის ნაკლები ლაპარაკი და მეტი მზადება. ვფიქრობ, თქვენც იმავეს გრძნობთ. ეს სრულიად გასაგებია. ჩვენი სატელევიზიო ეკრანები სავსეა ომებით ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ამ რიტორიკამ „იოლად შეიძლება შეარყიოს უსაფრთხოების გრძნობა და რწმენა ახალგაზრდა თაობისა მომავლის მიმართ“.

მისი თქმით, „ფინეთი და შვედეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის ხელშეწყობაში“ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ეს პარადოქსულად ჟღერს“, სწორედ ამიტომ „გვინდა, გვყავდეს ძლიერი არმია და ამიტომ შევუერთდით NATO-ს“.

ფინეთის პრეზიდენტი ადრეც აკრიტიკებდა დასავლეთის ლიდერების კომენტარებისთვის, რომ რუსეთის თავდასხმის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება იყოს NATO-ს ერთ-ერთი წევრი და სანაცვლოდ სამხედრო მოქმედებებისთვის აქტიური მომზადებისკენ მოუწოდა.

სტუბმა ასევე განაცხადა, რომ მას არ აწუხებს რუსეთის მიერ გამოცხადებული გეგმები, გაზარდოს სამხედრო ყოფნა ფინეთის საზღვრებთან NATO-ში გაწევრიანების გამო.