სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა CNN primanews-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თქვენ თქვით, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ. რასაკვირველია, ეს ხმამაღლა არასდროს უთქვამთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შესამჩნევია. ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები რუსეთთან ომში, ჩვენ შეშფოთებას ვგრძნობთ ამ ომის, ამ კონფლიქტის გამო, რადგან ის უშუალოდ მოქმედებს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე.
დასავლეთში ამბობენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ, უფრო მეტად ამჩნევენ. რუსეთში ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები უკრაინასთან ომში. გამოდის, რომ ჩვენ არავის მოკავშირეები ვართ ამ ვითარებაში, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ მოწყვლადები ვართ. ამასთან, ვფიქრობ, რომ არსებობს ლავირების შესაძლებლობები ამ შეტაკებებში, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო მეტად რთულდება სიტუაცია, ამის შესაძლებლობები მცირდება. ჩვენ იმდენი საზრუნავი გვაქვს, რომ სამწუხაროდ, ეს არ გვაძლევს საშუალებას უფრო მეტად ჩართული ვიყოთ სხვების პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.