სომხეთის პრემიერის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ბაქოსთან - ალიევის უარის მიუხედავად ფაშინიანი გრენადაში მაინც გაემგზავრება.
"იმედი გვაქვს, რომ კონცეპტუალური დოკუმენტს, რომელიც უკვე მაგიდაზე დევს მოსახერხებელ მომენტში მოვაწერთ ხელს, მე მზად ვარ ხელმოსაწერად",- ამბობს ფაშინიანი.
5 ოქტომბერს გრენადაში გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მონაწილეობით ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო ცნობებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მასში მონაწილეობაზე უარი.
ალიევის უკმაყოფილება ევროპელი ლიდერების უარით იყო გამოწვეული - აზერბაიჯანი შეხვედრაში თურქული მხარის მონაწილეობასაც ითხოვდა.