ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ე.წ. "აგენტების კანონის" შესახებ.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ევროპული საბჭო მზად არის, დახმარების გაწევისთვის" - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი სოციალურ ქსელში.
I call upon 🇬🇪 authorities to implement our @coe @VeniceComm recommendations with a view of bringing the Law on Transparency of Foreign Influence in line with European standards @CoE stands ready to provide assistance @GeoMissionCoE1 https://t.co/JA7O1SJUkt
— Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) May 21, 2024