ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელდა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განმარტებით, ევროკავშირის ამკრძალავი ზომები უკვე აყენებს მძიმე დანაკარგს რუსულ ეკონომიკასა და კრემლის შესაძლებლობას დააფინანსოს თავისი აგრესია.
"დღევანდელი პაკეტი აძლიერებს ჩვენს ზეწოლას რუსეთსა და პუტინის ომის მანქანაზე. სანქციების გვერდით ავლასთან ბრძოლით, ჩვენ მაქსიმალურ ზეწოლას განვახორციელებთ რუსეთზე", - განაცხადა ბორელმა.