ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს, რომლებიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ და პოლიტიკური სიტუაციას ძირს უთხრიდნენ.
"დღეს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი უწესებს სანქციებს მავნე გავლენის ჯგუფის შვიდ მთავარ წარმომადგენელს, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ დაზვერვასთან რუსეთის მთავრობის დესტაბილიზაციის კამპანიაში მათი როლის გამო, ისევე როგორც მოლდოვაში მავნე გავლენის კამპანიის გაგრძელების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
სანქცირებულთა სიაში ასევე შედის ორგანიზაცია, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს ამ სიიდან მინიმუმ ერთი პირი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული პირების ქმედება არის რუსეთის მთავრობის "გლობალური საინფორმაციო ოპერაციის" ნაწილი, რომელიც მიმართულია უკრაინის, უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოების, მათ შორის მოლდოვას, ბალკანეთის ქვეყნების, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ.