კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკურ პარტიასთან გარიგების შემდეგ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა და „სოციალისტურ მუშათა პარტიის - PSOE“ ლიდერმა, პედრო სანჩესმა ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოიპოვა.
მის კანდიდატურას მხარი 350-წევრიან პარლამენტში 179-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პედრო სანჩესს მხარი 8 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „სოციალისტურ მუშათა პარტიის - PSOE“, „ერთობის - Sumar“, „ბასკების ქვეყნის კრების - EH Bildu“, ბასკეთის ნაციონალისტური პარტიის - PNV“, „ერთად კატალონიისთვის - Junts“, „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელების - ERC“, „გალიციის ნაციონალისტური ბლოკის - BNG“ და „კანარის კოალიციის - CC” დეპუტატებმა დაუჭირეს.