ესპანეთის ქალაქ მურსიაში, ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. იუწყება Reuters.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ ადამიანებს, რომლებიც დაკარგულებად არიან მიჩნეული.
ხანძრის შედეგად კლუბში ჭერი ჩამოინგრა, რამაც დაკარგულების ძებნის სამუშაოები გაართულა.
ხანძარი დილის საათებში გაჩნდა. როგორც კლუბ "თეატრის" წარმომადგენელმა მარია დოლორეს ალბელანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი მეზობელ კლუბ La Fonda-ში გაჩნდა, შემდეგ კი მეზობლად მდებარე ორ კლუბზე გავრცელდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.
ესპანეთის ეროვნული პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა ცხედრები ღამის კლუბ Fonda-ში იპოვეს.