ამის შესახებ „რადიო თავისულების" სომხურ სამსახურს ერევნის მერიაში განუცხადეს.

ერევნის ხელისუფლება „ნემესისის" ძეგლის აღებას არ აპირებს, - განუცხადეს „რადიო თავისუფლების" სომხურ სამსახურს ერევნის მერიაში საპასუხოდ კითხვისა -  ძეგლის დადგმის გამო თურქეთის რეაქციის და სომხური ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის შემდეგ, დგას თუ არა დღის წესრიგში ძეგლის აღების საკითხი 

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა ანკარამ და ბაქომ დაგმეს „ნემესისის" ძეგლის დადგმა ერევანში. თურქეთმა საპასუხოდ დახურა თავისი საჰაერო სივრცე სომხური ავიახაზების თვითმფრინავებისთვის, რომლებიც დაფრინავდნენ მესამე ქვეყნებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი განაცხადა, რომ „გატარდება  დამატებითი ზომები გატარდება, თუ ე.წ. ძეგლი არ დაინგრევა"