თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განაცხადეს. 4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად გახდა ალიანსის 31-ე წევრი. შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი აფერხებდა.
ერდოღანი აცხადებდა, რომ შვედეთი ჯერ მზად არ იყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, რადგან NATO-ს ქვეყანას უნდა ჰქონოდა ძლიერი პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმთან ბრძოლას. თუმცა, 10 ივლისს, NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა.