ერდოღანის მიერ ასეთი განცხადების გაკეთების შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი" თურქულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
თურქეთის პარლამენტი შეასრულებს დაპირებას, რომ მოახდინოს შვედეთის ნატოში კენჭისყრის რატიფიცირებას, თუ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გზას გაუხსნის ანკარისთვის F-16 თვითმფრინავების მიყიდვას, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა
აზერბაიჯანის ექსკლავიდან დაბრუნებისას ერდოღანმა თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განიხილეს შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ გასულ კვირას ნიუ-იორკში.
ერდოღანის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვას ანკარას მიერ შვედეთის განაცხადის რატიფიცირებას უკავშირებს.
„თუ ისინი (აშშ) შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს თავის დაპირებას. თურქეთის პარლამენტი იტყვის საბოლოო სიტყვას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა მან