ამერიკის შეერთებულ შტატებს მოლოდინი აქვს, რომ უნგრეთის პარლამენტი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მომდევნო კვირებში დაამტკიცებს.
„შვედეთი უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს ალიანსის ყველა სფეროში. გასული კვირის ბოლოს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანება დაამტკიცა. ახლა პროცესის დასასრულებლად, უნგრეთს მოუწევს მოქმედება. მე ველოდები, რომ ეს მომდევნო კვირებში მოხდება, უნგრეთის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას განაახლებს“, - ენტონი ბლინკენი.