აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს.
აშშ აგრძელებს მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის მხარდასაჭერად, რათა უზრუნველყოს, რომ რუსული აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს.
”ეს იყო რთული წელი ბრძოლის ველზე, მაგრამ, ისევ, უკრაინელებმა გააკეთეს ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა,” – განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უპირისპირდება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას და აგრძელებს ტერიტორიების გათავისუფლებას, ასევე მან განდევნა რუსული ფლოტი შავი ზღვიდან და გახსნა თავისი საზღვაო დერეფანი სურსათის ექსპორტისთვის.
”რუსეთი დასუსტდა სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით”, - განაცხადა ბლინკენმა.