აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ბლინკენი ისრაელის ოფიციალურ პირებს შეხვდება.
მანამდე ბლინკენი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან მოლაპარაკებები გამართა "ღაზას მომავლის შესახებ კონსენსუსი მიღწევის" მიზნით.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ძირითადი არაბული სახელმწიფოები და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ ღაზას რეკონსტრუქციისა და მმართველობის დაგეგმვა ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომის დასრულების შემდეგ.
მან დასძინა, რომ საუდის არაბეთისა და სხვა არაბული ქვეყნების ლიდერები კვლავ დაინტერესებულნი არიან ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით, მაგრამ მხოლოდ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების საფუძველზე.