აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება მტკიცეა. ამის ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან ანდრეი ერმაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცეა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს ვაშინგტონში შევხვდი. ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ მტკიცეა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის ამჟამინდელ ბრძოლაში და მომავალშიც“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და ერმაკმა შეხვედრაზე განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და ზამთრისთვის მზადება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მიწოდება და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის გაძლიერება.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ერმაკმა მადლობა გადაუხადა აშშ–ს უპრეცედენტო დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის დახმარება გადამწყვეტია უკრაინაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გამარჯვებასთან მიახლოებისთვის.
"მათ ასევე განიხილეს რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდა და უკრაინის აღდგენისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმის შემუშავება", – აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.