პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თვლის, რომ ევროპა, სტრატეგიული პერსპექტივიდან, რუსული აგრესიის სამიზნეა, ამიტომ კონტინენტი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია, რათა საკუთარი საზღვრები დაიცვას. ამის შესახებ ტუსკმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობასთან შეიქმნება უსაფრთხოების კომიტეტი, რომელიც იმუშავებს პოლონეთის საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, "განსაკუთრებით საჰაერო სივრცის."
"ჩვენ უკვე მოვამზადეთ ასეთი ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად, გავითვალისწინოთ ევროპის სამხედრო ინდუსტრიის საჭიროებები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავუჭიროთ მხარი უკრაინას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თითქმის მთელი რუსეთის ეკონომიკა უკვე გადავიდა სამხედრო სისტემაზე და ევროპა გაცილებით ჩამორჩება," - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, იდეა არის "არსებული დიპლომატიური საშუალებებისა მობილიზება, რათა მთელმა ევროკავშირმა გააცნობიეროს, რომ იარაღის წარმოების სექტორში რადიკალურად გაზრდილი ძალისხმევის გარეშე, ჩვენ ძალიან უკან დავრჩებით."
"ეს ნიშნავს ერთ რამეს: მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპა რუსეთის პირდაპირი თავდასხმისგან დაუცველი იქნება. არავის ეპარება ეჭვი, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა რუსული აგრესიის სამიზნეა და ეს მაშინ მოხდება, როცა რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით უპირატესობა ექნება," - განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
ამიტომ, ტუსკის თქმით, "არსებობს აბსოლუტური საჭიროება, რომ მთელი ევროპა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე რუსეთი და ეს არის ევროპისა და პოლონეთის საზღვრების დაცვის ერთადერთი გზა."