პოლონეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა მის მიერ მოპოვებული ხმები არაა საკმარისი პარლამენტში უმრავლესიობის მოსაპოვებლად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
ეგზიტპოლის შედეგების გაცნობის შემდეგ „სამოქალაქო კოალიციის" ლიდერმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ცხოვრებაში ასე არასდროს არ გახარებია მეორე ადგილი.
ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ნამდვილად შევძელით. ჩვენი ოცნებები უფრო ამბიციური იყო, მაგრამ მე მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი პოლიტიკოსი და სპორტსმენი და ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ მეორე ადგილით. ეს „პოლონეთის გამარჯვებაა, დემოკრატიის გამარჯვებაა. ჩვენ ისინი ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ტუსკმა ასევე მადლობა გადაუხადა მესამე გზისა და მემარცხენეების ლიდერებს.
„ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ,” - თქვა მან.
Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი:
„კანონი და სამართლიანობა" - 36,8%-ით. (200 მანდატი);
„სამოქალაქო კოალიცია" - 31,6% (163 ადგილი).
„მესამე გზა“ - 13% (55 მანდატი)
„ახალი მემარცხენეები“ - 8,6% (30 მანდატი);
„კონფედერაცია" - 6.2% (12 ადგილი).