დონალდ ტრამპს 34 პუნქტით წაუყენეს ბრალი, მათ შორის ბიზნესს დოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის.
ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
თავად ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც მედია წერს, ამჟამად ტრამპი მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს ოთხში იმყოფება, სადაც ის მოსამართლის წინაშე წარდგება, რომელიც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ვარაუდობენ, რომ ტრამპს გირაოთი გაათავისუფლებენ, რის შემდეგაც ის ფლორიდაში დაბრუნებას და მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
როგორც მანამდე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული.