აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ANTIFA-ს შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების განკარგულებას. შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ ANTIFA არის მილიტარისტული, ანარქისტული ორგანიზაცია, რომელიც გამოდის მოწოდებით აშშ-ის მთავრობის, სამართალდამცავი ხელისუფლებისა, აშშ-ის სამართლებრივი სისტემის დამხობის მოწოდებით და ამ მიზნების მისაღწევად იყენებს უკანონო საშუალებებს, მათ შორის ძალადობას და ტერორიზმს.
განკარგულება ავალებს ფედერალურ მთავრობას, გამოიძიოს, აღკვეთოს და ჩაშალოს არალეგალური ოპერაციები, რომლებსაც ატარებს ANTIFA ან ნებისმიერი პირი, რომელიც აცხადებს, რომ ANTIFA-ს სახელით მოქმედებს.
დონალდ ტრამპის განკარგულება ასევე ითხოვს ასეთი ოპერაციების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, აღკვეთას და ლიკვიდაციას.
თეთრი სახლის განცხადებით, ANTIFA ახორციელებს ახალგაზრდა ამერიკელების გადაბირებას და რადიკალიზაციას ძალადობაში ჩასართავად.