აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ თუკი ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას აშშ-ს არ დაუბრუნებს, "ცუდი რაღაცები მოხდება". ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს მათ, ვინც ის ააშენა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება!" - წერს ტრამპი.
მანამდე, 18 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას ცდილობს, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ქვეყნიდან გასვლისას, 2021 წელს მიატოვეს.
აღსანიშნავია, რომ ბაგრამის ავიაბაზა ავღანეთში აშშ-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა და ოცწლიანი ომის ლოგისტიკური ცენტრი იყო.