აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უძრავი ქონების თაღლითობის საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მას 454,2 მილიონი დოლარის ჯარიმის სახით გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლოს ტრამპის ადვოკატებმა 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება სთხოვეს. ისინი სააპელაციოს მიმართავენ, დაადგინონ, ხომ არ იმოქმედა მოსამართლე არტურ ენგორონმა "გადაჭარბებულად" ან განაჩენის მიღებისას შეცდომა ხომ არ დაუშვა.