აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან იმპორტზე 50%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებას გადადო. ამის შესახებ BBC წერს.

ტრამპის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან "ძალიან სასიამოვნო" სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.

"მან მითხრა, რომ სერიოზული მოლაპარაკებები სურს", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ფონ დერ ლაიენმა ტარიფების ამოქმედების გადავადება 9 ივლისამდე სთხოვა და ისიც დათანხმდა.