აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში თეთრი სახლის ლიდერი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ჰარვარდში სტუდენტების 31% უცხოელია, რომლებსაც საკუთარი ქვეყნები სწავლის საფასურს არ უხდიან.
"რატომ არ ამბობს ჰარვარდი, რომ მათი სტუდენტების თითქმის 31% უცხო ქვეყნებიდანაა და ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი საერთოდ არ არის მეგობრულად განწყობილი შეერთებული შტატებისადმი, არაფერს იხდიან თავიანთ განათლებაში და არც აპირებენ", - წერს ტრამპი.