აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ზელენსკიმ და ტრამპმა მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მწვავედ იკამათეს, რის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა დელეგაციამ, თეთრი სახლი დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, გაუქმებულია ერთობლივი პრესკონფერენციაც. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა -  პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის

ჯერჯერობით ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება არ გაუვრცელებია.