ევროკავშირის დაფუძნების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების გაცურება იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების გასაცურებლად, ეს არის მისი მიზანი, და მათ კარგად გაართვეს თავი ამას", – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესების შესახებ, რომელსაც ძალიან მალე გამოაცხადებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, შეეხება თუ არა ეს ევროკავშირს.