თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.

ლიდერები ოვალური კაბინეტისკენ გაემართნენ, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ზელენსკი და ტრამპი, სავარაუდოდ, განიხილავენ აშშ-ის ძალისხმევას ომის დასასრულებლად და შესაძლოა, ხელი მოაწერონ „წიაღისეულის შესახებ“ შეთანხმებას.

თეთრ სახლში მისვლამდე, უკრაინის ლიდერი სენატორებს შეხვდა.

თარგმანი: პირველი არხი