ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სარჩელს განიხილავს, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაცვას ეხება. განხილვა 22 აპრილს დაიწყება.
6 თებერვალს, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი არ სარგებლობს იმუნიტეტით სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე უკანონო გავლენის მცდელობას და კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრეთა თავდასხმას.
ადვოკატების თქმით, შეუძლებელია ყოფილი პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი დევნა ოფიციალური ქმედებების გამო, თუ კონგრესისგან უნდობლობა გამოცხადებული არ აქვს.
28 თებერვალს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო, შეჩერდა სასამართლო პროცესი კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე, რომლის განხილვაც 4 მარტს უნდა დაწყებულიყო.