ამ საკითხში გაცნობიერებული ექვსი ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები განიხილავენ აღმოსავლეთ ევროპიდან 10000-მდე ჯარისკაცის გაყვანის წინადადებას. ექსპერტების აზრით, ჯარების გაყვანა გამოიწვევს შეერთებული შტატების მოკავშირეთა შეშფოთებას და ვლადიმერ პუტინის გამხნევებას, - წერს „ენბისი ნიუსი“.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ოცი ათასი ამერიკელი ჯარისკაცი გაგზავნა პოლონეთსა და რუმინეთში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. დონალდ ტრამპს მათი რიცხოვნობის დაახლოებით ორჯერ შემცირება შეუძლია, - აღნიშნავს „ენბისი ნიუსი“ და დასძენს, რომ ჯერ არაა დაზუსტებული, რამდენი ჯარისკაცი იქნება გაყვანილი აღნიშნული გეგმის ფარგლებში.   

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი სეთ ჯონსი მიიჩნევს, რომ ჯარების გაყვანა რუსების განხილული იქნება როგორც შეკავების ინსტრუმენტის დასუსტება და მათი სხვადასხვა გზით ევროპის საქმეებში ჩარევის სურვილი, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. 

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ახლა ევროპაში ჩვენი სამხედრო ყოფნის მკვეთრად შემცირების დროა. მე შეშფოთებული ვარ თავდაცვის დეპარტამენტის ზოგიერთი საშუალო დონის ოფიციალური პირის ყოვლად მცდარი და საშიში შეხედულებებით, - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი, შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ უიკერი  

ბრიტანული გაზეთი The Telegraph-ი ადრე იტყობინებოდა, რომ ტრამპი განიხილავს გერმანიიდან უნგრეთში ათიათასობით ჯარისკაცის გადაყვანის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მარტის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპს სურს უარი თქვას ნატოს სარდლობაზე ევროპაში.

ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად აჩვენა, რომ მას სურს, რომ ევროპამ მეტი ყურადღება გაამახვილოს საკუთარ თავდაცვაზე. თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა თებერვალში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს მეტი ფოკუსირება მოახდინოს მექსიკასთან სამხრეთ საზღვრის დაცვაზე.

მთლიანობაში, ევროპაში დაახლოებით 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული. მათი უმეტესობა, 35 ათასი, გერმანიაშია, 20 ათასი კი პოლონეთსა და რუმინეთში ერთად. დაახლოებით 40 ათასი ჯარისკაცია იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, ბალტიისპირეთის და სხვა ქვეყნებში