აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი პირველი Patriot-ის ტიპის რაკეტები მოკავშირეებს უკვე გაიგზავნა. იუწყება Reuters.
"მათ უკვე ვაგზავნით," - თქვა ტრამპმა.
შეკითხვაზე, თუ რომელი ქვეყნებიდან, აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ რაკეტები გერმანიიდან იგზავნება.
"ისინი გერმანიიდან იგზავნება და შემდეგ მათ გერმანია ცვლის. და ყველა შემთხვევაში, შეერთებული შტატები სრულად იღებს ანაზღაურებას... ჩვენ ყოველთვის სრულად ვიღებთ ჩვენს ფულს", - დასძინა მან.